15 მაისს თბილისს ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის (European Alliance of News Agencies - EANA) გენერალური მდივანი ერიკ ნულენი და დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "Press Association"-ის აღმასრულებელი დირექტორი კლივ მარშალი ეწვევიან.
სტუმრები ქართულ მედიასივრცეში მინდინარე ტენდენციებს, მუშაობის სპეციფიკასა და თავისუფლების ხარისხს გაეცნობიან.
როგორც ახალი ამბების სააგენტო "ჯი ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა აცხადებს, ევროპის ახალი ამბების სააგენტოების ალიანსის დელეგაციის სტუმრობა საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა.
"ალიანსის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყეტილება, რომ მისი დელეგეცაია საქართველოში ჩამოსულიყო. მათ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" სიამოვნებით უმასპინძლებს. ალიანსი აერთიანებს ევროპის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებს, რომლებსაც მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტი აქვთ. სტუმრები გაეცნობიან, როგორც ჩვენი სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ასევე მათ აინტერესებთ რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია, რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს და ასევე - რა როლს თამაშობს მედია ქვეყანაში დემოკრატიულლი პროცესების დამკვიდრებაში", - განაცხადა გოჩა მირცხულავამ და დასძინა, - " დაგეგმილია შეხვედრები ქართული გამოცემებისა და მაუწყებლების ხელმძღვანელებთან, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარესთან, რომლებთაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ ალიანსის წარმომადგენლებს".
მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ნულენი და მარშალი ალიანის გენერალურ ასამბლეას წარუდგენენ მოხსენებას, რომელის საფუძველზეც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში.
EANA თავის რიგებში აერთიანებს ევროპის 29 ქვეყნის ნაციონალურ საინფორმაციო სააგენტოებს. მათ შორის: AFP, Press Association, LUSA, EFE, ANSA, BTA, SDA, BELGA, ANP, DPA, RITSAU, APA, ITAR-TAAS, UKRINFORM, PAP და ა.შ.