უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო კაჩანოვსკის გამასწორებელი კოლონიიდან ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინა" ავრცელებს. პენიტენციალურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია უკვე დაადაასტურა.
იულია ტიმოშენკოს დაცვა აცხადებს, რომ ექს-პრემიერს, რომელსაც ზურგში ძლიერი ტკივილები აწუხებს ბერლინის კლინიკის "შარიტეს" ექიმი-ნერვოპათოლოგი ლუტც ხარმსი უმკურნალებს. გერმანელი ექიმი უკრაინაში ორშაბათს ჩამოვიდა. სწორედ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აცხადებდა იული ტიმოშენკო, რომ მკურნალობას დასთანხმდებოდა.
გერმანელი ექიმი იულია ტიმოშენკოს მკურნალობას დღესვე დაიწყებს. დღეს იგი ტიმოშენკოს გასინჯავს და შემდეგ მკურნალობას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ იულია ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა.