ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონფერენციას ესწრება და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საუბრის მთავარი თემა ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ამისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას შეეხება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ტურიზმის განვითარება დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისე მის პოლიტიკურ-უსაფრთხოების ასპექტებზე.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენცია ბათუმში იმართება და მას 45 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრება.