ლუდის მოყვარულებს, კომპანია „ნატახტარი" 50 ათასი ლარისა და EURO-2012-ზე დასწრების შანსს აძლევს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე „ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა განაცხადა, ეს არის ინოვაციური გათამაშება, რადგანაც თანხის მოგების შემთხვევაში მისი განაღდება მყისიერად შეიძლება, ანუ ფული თავად "ნატახტარის" თავსახურავის ქვეშ მიმაგრებულ კაპსულაში იქნება მოთავსებული. ნიკოლაიშვილის თქმით, ეს არის ინოვაცია, რომელიც მისი გამომგონებლის მიერ დაპეტენტებულია და რომლის გამოყენების უფლებაც "ნატახტარმა" ოფიციალურად შეიძინა.
"ნატახტარი" გათამაშებას, ტრადიციულად უკვე მეოთხედ აწყობს. 2012 წლის გათამაშება, 2010 წლის მსგავსად, თემატურად დაკავშირებულია ფეხბურთთან. ჩვენი მიდგომა გამოიხარტება იმაში, რომ მოგების ყველაზე მყისიერი საშუალება იქნა არჩეული: ეს არის კაპსულაში ფულია. ანუ როდესაც ადამიანი პლასტმასის ბოთლს თავსახურავს მოხსნის, თუ მას გაუმართლებს, შეუძლია ნახოს კაპსულა, რომელშიც მოთავსებულია ფული. ამის გარდა პრიზებია 4 საგზური ევროპის ჩემპინატის ფინალურ მაჩტზე და ასევე პრიზის სახით 50 ათასი ლარი"- განაცხადა „ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
კომპანიის ინფორმაციით, წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 7 მაისიდან დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ადგილზე შეგიძლიათ გახსნათ ლუდი „ნატახტარის" ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა.
ასევე ყველა ზომის ბოთლში (0.5ლ შუშის ბოთლში, 1ლიტრიან, 2ლიტრიან და 2.5ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი - 50 000 ლარი და 300 000 ცალი უფასო 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ნატახტარი.
მნიშვნელოვანია, რომ „ნატახტარმა", როგორც ქართული სპორტის და მათ შორის ფეხბურთის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება უკრაინაში გასამართ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის - EURO 2012 ფინალურ შეხვედრას დაუკავშირა. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გათამაშებაშია 4 ცალი საგზური EURO 2012 ფინალზე უკრაინაში (საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები და ასევე ჯიბის ფული)
მოგების ან გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე - 2 550 700 ან მიაკითხოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის 87 ა, სს „ლომისის" ცენტრალური ოფისი.