სტალინის უფროსი შვილის, იაკობ ჯუღაშვილის, სიკვდილის გარემოებები შესაბამისი საარქვი მასალების გახსნის შემდეგ გახდა ცნობილი.
რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის მიხაილ ზუევის თქმით, იაკობ ჯუღაშვილი ზაკსენჰაუზერის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წელს მოკლეს.
"ის არ დაემორჩილა გუშაგის ბრძანებას და თავად დაუყვირა მას " მესროლე!", - აცხადებს ზუევი და აზუსტებს, - "ამჟამად გახსნილია საარქივოო დოკუმენტები, რომელიც ნათელს ჰფენენ იაკობ ჯუღაშვილის გარდაცვალების ფაქტს. გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ უფროსი ლეინტენატის იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის ოქმიდან ნათელი ხდება, რომ ის, 1941 წლის 16 ივლისს ტყვედ ჩავარდა ლისნოვოს რაიონში".
ტყვედ ჩავარდნის დროს იგი მე-14 სატანკო დივიზიის მე-14 ბატარეის მეთაური იყო.
დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რომ იაკობ ჯუღაშვილი 1942 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით სამხრეთ ბავარიაში ქალაქ გემელსბურდთან სამხედრო ტყვეთა ბანკში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ზაკსენჰაუზენში გადაიყვანეს.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბანკში ჯუღაშვილი იყო გულჩათხრობილი, ცდილობდა დამოუკიდებლად ყოფნას, ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკის ადმინისტრაციასთან და თითქმის არავის ესაუბრებოდა.
1943 წლის ბოლოს ჯუღაშვილი სასეირნოდ გაიყვანეს, როდესაც მან უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა და ნეიტრალური ბილიკისკენ გაემართა, რომელიც მავთულბადით იყო შემოსაზღვრული.
"გუშაგის დაძახების შემდეგ იაკობმა ყვირილი დაიწყო, შემოიგლიჯა მაისურის საყელო და დაუყვირა ჯარისკაცს: " მესროლე". გუშაგმა თავში ესროლა ჯუღაშვილს და მოკლა", - ამბობს ზუევი.