პარლამენტმა, ლაზიკასთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
კერძოდ, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობაში იქნებიან პავლე კუბლაშვილი, ლევან ვეფხვაძე, დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, გია თორთლაძე, ანდრო ალავიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, პაატა დავითაია, გიორგი ცაგარეიშვილი, ჯონდო ბაღათურია, დიმიტრი ძაგნიძე, ნანა ჯიბლაძე, ვასილ გონაშვილი, გიორგი კვერენჩიხლაძე, ირაკლი ბურდიული, დავით კერესელიძე.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ლაზიკაში სპეციალური, განსაკუთრებული რეგულაციები იქნება, როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ლაზიკასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების ავტორი საქართველოს პრეზიდენტია.