დღეს, 9 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ღონისძიება "მედიაცია, ახალი მიმართულებები დავების ალტერნატიულ გადაწყვეტაში".
აღნიშნული ღონისძიების მიზანია დავის გადაწყვტის ალტერნატიული ფორმების დანერგვა და განვითარება საქართველოში, პროცესში პრაქტიკოსი იურისტების მოზიდვა, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმების სასწავლო კურსების დანერგვისა და განვითარების სფეროში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების ეროვნული ცენტრი ( The National Center for Alternative Dispute Resolution - The NCADR), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი.