BSTDB-მა ბაზისბანკს 4 მილიონი აშშ დოლარის განახლებადი საკრედიტო ხაზი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გამოუყო.
აღნიშნული საკრედიტო ხაზის გამოყოფაზე ბაზისბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულება ერთი თვის წინ გაფორმდა.
პროექტის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. სესხის პირობები და დაფარვის გრაფიკი მსესხებელზე იქნება მორგებული. კრედიტის მინიმალური განაკვეთი არის 13%, ხოლო ყოველ მომდევნო კრედიტზე განაკვეთი შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკებს შორის - ბაზის ბანკი, თი ბი სი ბანკი, ვითიბი ბანკი და ქართუ ბანკი - სულ 21 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც 84,5 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს.