ხვალ, 9 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ინოვაციური გათამაშების შესახებ, კომპანია "ნატახტარის" პრესკონფერნეცია გაიმართება. ლუდის ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიის ახალ პროექტის თაობაზე "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი ისაუბრებს.
კომპანია "ნატახტარი" აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ინვოციურ გათამაშებას სთავაზობს. წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 7 მაისიდან დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. მომხმარებელს ადგილზე შეუძლია გახსნას ლუდი "ნატახტარის" ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოს 10-, 20-, 50-, 100- ან 200-ლარიანი კუპიურა. ასევე ყველა ზომის ბოთლში (0.5ლ შუშის ბოთლში, 1-ლიტრიან, 2-ლიტრიან და 2.5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) შეუძლია აღმოაჩინოს ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერპრიზი - 50 000 ლარი და 300 000 ცალი უფასო 0,5-ლიტრიანი შუშის ბოთლი ნატახტარი.
"ნატახტარმა", როგორც ქართული სპორტისა და მათ შორის ფეხბურთის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება უკრაინაში დაგეგმილ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის - EURO02012 ფინალურ შეხვედრას დაუკავშირა. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გათამაშებაშია 4 ცალი საგზური EURO 2012 ფინალზე უკრაინაში (საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები და ასევე ჯიბის ფული).
მოგების ან გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე - 2 550 700 ან მიაკითხონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის 87 ა, სს „ლომისის" ცენტრალური ოფისი.