18 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სალომე კორკოტაშვილის სოლოკონცერტი გაიმართება. კონცერტზე მომღერალი ახალი პროგრამით ახალ ბენდთან ერთად წარდგება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტ "ქართული ხელოვნების საღამოების" მენეჯერმა ეკა კუპრეიშვილმა განუცხადა, "პროეტი დასასრულს მიუახლოვდა. პროექტი დაიხურება 27 მაისს აჩიკო ნიჟარაძის სოლოკონცერტით".
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ოცდაოთხი საღამო გაიმართა.
პროექტის ოფიციალური წარმომდგენია "მაგთი", ორგანიზატორები - საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის საკონცერტო დარბაზი.