პირველი ქართული ფილმის გადაღებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად პოლონეთში საქართველოს საელჩოში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" - ჩვენება გაიმართა.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და პოლონელი სტუდენტები.
ფილმის შემდეგი ჩვენებები დაგეგმილია ვარშავის უნივერსიტეტში, ლატვიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, უკრაინასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.
"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" უკვე ნაჩვენები იქნა პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, გერმანიაში, ლიტვასა და შვედეთში.
ფილმის ავტორია ვასილ ამაშუკელი. ფილმი მოგვითხორბს აკაკი წერეთლის 12-დღიან მოგზაურობაზე რაჭა-ლეჩხუმში.