მიხეილ სააკაშვილმა გლდანში პროფესიული კოლეჯის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტმა თავად ჩაასხა ბეტონი და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაო შეასრულა.
გლდანის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი სექტემბერში გაიხსნება. კოლეჯში პროფესიული ცოდნის გაღრმავება ყველა მსურველს შეეძლება.
შეგახსენებთ: კოლეჯის მშენებლობას საფუძველი 3 დეკემბერს ჩაეყარა.