დღეს თბილისში საქართველო აშშ-ს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მორიგი სხდომა გაიმართება.
მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს უხელმძღვანელებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
რიგით მესამე შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის ძირითადად განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნება.
სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგი, სადაც გაკეთდება განცხადებები მხარეების მიერ მოლაპარაკებებისას კონკრეტულ მიღწევებზე.