დღეს, 8 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 17 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.330 პროცენტით, მაქსიმალური 11.780 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.585 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 12.3 პროცენტი. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.