,,ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ომის ვეტერანების დაზღვევისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, ადამიანებს, რომლებმაც ჯანმრთელობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს, ჯანდაცვის ელემენტარული ხელმისაწვდომობა არ გააჩნიათ.
თარგამაძე პრეზიდენტის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც სტუდენტების დაზღვევას ეხება. მისი თქმით, სტუდენტთა დაზღვევას „ქრისტიან-დემოკრატები" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვდნენ.