2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 200 მლნ ლარით იზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა განმარტა, შემოსავლების ნაწილში ცვლილება, ძირითადად, ორმა კომპონენტმა გამოიწვია - ერთია გრანტების ნაწილი, რადგან 2012 წელს ქვეყანა უფრო მეტ გრანტს იღებს, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო და მეორე - მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები ლიცენზიების გასხვისებიდან.
მისი თქმით, ლიცენზიეის შემოსავლების ნაწილი 100 მლნ ლარით გაიზრდება.
პრემიერის ინფორმაციით, ცვლილებები იქნება ასევე ხარჯების ნაწილში და 2012 წლის ბიუჯეტის ახალ რედაქციიის მიხედვით, ბიუჯეტში უკვე ჩადებულია თანხები სტუდენტების დაზღვევაზე და მნიშვნელოვანი ხარჯები იქნება ასევე სხვადასხვა ქვეყნებში საელჩოებისთვის შენობების შეძენაზე.
როგორც გილაურმა განაცხადა, 2012 წელს შენობის შეძენა რამდენიმე საელჩოსთვის იგეგმება. დამატებითი თანხები გამოიყოფა ასევე ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ კორპუსში ინვენტარის შესძენად.
ასევე, თანხები გამოიყოფა თოვლმწმენდი მანქანებისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელს მნიშვნელოვანი თანხები მიიმართება კახეთისა და იმერეთის რეგიონებში განსახორციელებელ სავხდასხვა პროექტებზე, რომელიც ნაწილობრივ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ასიგნებებით ფინანსდება.
გარკვეული თანხა დაემატება ასევე კოპიტნარის აეროპორტისთვის გამოყოფილს თანხებს.
პრემიერის თქმით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი პარლამენტს მომავალს კვირაში გადაგეგზავნება.