მთავრობა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1 პროცენტით 5-დან 6 პროცენტამდე ზრდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, 6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე იქება გათვლილი 2012 წლის ბიუჯეტი, რომელშიც ცვლილებები ახლა შედის.
"2012 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური ზრდა 2012 წელს 5 პროცენტი უინდა ყოფილიყო, თუმცა არსებულმა რეალობმა აჩვენა, რომ 2012 წელს ეკონომიკის ზრდა 6 პრიოცენტი იქნება.ბოლო პერიოდის ანალიზებმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5 დან 6 პეოცენტამდე უნდა გავზარდოთ. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. ბუჯეტი უკვე შედგენილია ეკონომიკის 6-პროცენტიან ზრდაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებით, დეფლატორი 6-დან 5 პროცენტამდე შემცირდება, ანუ ეს იმას ნიშავს, რომ ინფლაცია 6-დან 5 პროცენტამდე მცირდება", - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, 2012 წელს მშპ 26 მილიარდ 967 მილიონი ანუ დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება. ხოლო რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე - 3500 დოლარზე მეტი იქნება, რაც მისივე განმარტებით, 4 ჯერ მეტია, ვიდრე მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003 წელს.