საქართველოს პარლამენტში 21 წლის მოქალაქის არჩევას რესპოდენტების უმრავლესობა ეწინააღმდეგება. ასეთი შედეგი გამოვლინდა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.
გამოკითხვაში მონაწილე 847 რესპოდენტიდან 89,9% მხარს არ უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაძლოა, გახდეს 21 წლის საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა გამოკითხულთა 8,73%, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 1,29%.
შეგახსსენებთ, რომ წინა გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელიც პოლიტიკური აქტივობის უფლებას მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს მიანიჭებს, გამოკითხულთა უმეტესობა არ ეთანხმება.
გამოკითხვაში მონაწილე 598 რესპოდენტიდან დასმულ კითხვას: ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური აქტივობის უფლებას მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს ანიჭებს? უარყოფითად 74,5 %-მა უპასუხა. ინიციატივას მხარს უჭერს 14,0%, ხოლო 10,5 %-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებისთვის უკვე დაწყებულია მისი საერთო სახალხო განხილვა.