რამდენიმე წუთის წინ თამბაქოს ქარხნის ყოფილი შენობა ჩამოინგრა. ტვ-25-ის ინფორმაციით, ბათუმში ჭავჭავაძის 74 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრის ჭერი და კედელი ჩამოიშალა. ნგრევისას ადგილზე ტანსაცმლის მაღაზიისა და ბაზრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წინასწარი დათვალიერებით, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო, პოლიციის და სახანძრო სამაშველო სამსახურების ბრიგადები. სავაჭრო ცენტრის მეპატრონე ჩამონგრევის მიზეზად შენობის ამორტიზებულობას და გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას ასახელებს.