11 მაისს, 17:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზაში" საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, მიმოზა ცანავას, საქველმოქმედო შემოქმედებითი საღამო "დამსხვრეული ყავარჯენი" გაიმართება.
შემოქმედი ინვალიდი, რომელიც თავად საჭიროებს თანადგომას, თავისი პროექტით ეხმარება უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს. ეს მაგალითია იმისა , თუ როგორ შეიძლება რწმენით, შემართებით და სიყვარულით დაამარცხო ფიზიკური და სულიერი ტკივილი.
ცანავას შემოქმედებითი საღამო თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.