დათო ფორჩხის თავის დროზე გახმაურებული ჰიტი "მაღლა ხელები" ახალი ინტეპრეტაციით აჟღერდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სიმღერის ერთ-ერთმა შემსრულებელმა ბოკა კვეკვესკირმა განუცხადა, უახლოეს დღეებში სიმღერის პრემიერა შედგება.
"საზოგადოებას სიმღერას "მაღლა ხელები' სრულიად ახლებურად გაკეთებულს წარვუდგენთ. სიმღერის პრემიერა "იმედის" ერთ-ერთ შოუში მაისის ბოლოს გაიმართება", - განაცხადა კვეევესკირმა.
მისივე თქმით, სიმღერა, რომლის მუსიკისა და და ტექსტის ავტორი დათო ფორჩხიძეა, თავის დროზე საკმაოდ პოპულარული იყო და მისი ახლებურად აჟღერება, საკმაოდ დიდი პასუხიმგებლობაა.
"მაღლა ხელები" კარგად ახსოვს მუსიკის მოყვარულებს. ბევრი ახლაც უსმენსს მას. ამიტომაც ახლებური ინტერპრეტაციით მისი აჟღერება საკმაოდ დიდი პასუხიმგებლობაა. მეც და რუსა სერგიაც, რომელთანაც ერთად ვასრულებ სიმღერას, საკმაოდ დიდი პასუხიმგებლობით მივუდექით მის ჩაწერას. ჯგუფი "სახე" დიდი ხანია სცენაზე არ გამოჩნეილა. ამიტომაც, ახალი სიმღერით ჩვენ მსმენელს კიდევ ერთხელ გავახსენებთ ამ მეტად პოპულარულ ჯგუფს და ამავე დროს შევეცდებით ჩვენს მიერ შესრულებული "მაღლა ხელები" შეიყვაროს მსმენელმა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბარში კვეკვესკირმა.
როგორც ბოკამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში სიმღერაზე ორიგინალურ კლიპსაც გადაიღებენ.
შეგახსენებთ, რომ დათო ფორჩხიძის სიმღერას "მაღლა ხელები" ჯგუფი სახე ასრულებდა.