10 მაისიდან კი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში - 28 გრადუსამდე.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
მათივე შფასებით, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ამინდებია და ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია.