დღეს დილით თბილისის დროით 08:40 საათზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას აზერბაიჯანში ნგრევა მოჰყვა. ზაქათალას საგანგებო სიტუაციათა რაიონული კომისის თავმჯდომარემ ელმან რამაზანოვმა განაცხადა, რომ რაიონში და რიგ სოფლებში არის ნგრევა. მისწისძრვრის შედეგად არავინ დაღუპულა.
მე-3 სკოლას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, დაბზარულია კედლები, დაშავდა რამდენიმე მოზარდი.
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ზაქათალაში მიწისძვრის სიმძლავრე 12-ბალიანი შკალით, 7 ბალი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სადგურის მონცემებით მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2, ხოლო დედოფლისწყაროს სადგურის მონაცემებით 5,5 მაგნიტუდა შეადგინა.