თბილისში ბუხაიძს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შენობა ავარიული იყო და ნგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა იქ მცხოვრებლები დროულად გამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ძველი თბილისის გამგეობის თანამშრომლები.
"დაახლოებით 200-250 კვადრატზე სახლის შუა ნაწილი მთლიანად იყო ჩამოწეული. საბედნიეროდ ამ ადგილში ხალხი არ იყო მოყოლილი. მოხერხდა ხალხის დროულად გაოყვანა ისე, რომ არავინ დაშავებულა". - განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.