7-12 მაისს თბილისში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" წელს უკვე მეექვსედ გაიმართება. ფესტივალს ორგანიზებას უწევენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 7 მაისს (20:00), თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტში (მის: აღმაშენებლის გამზ. 40). ნაჩვენები იქნება კოტეტიშვილების ორი თაობის, დიდი და პატარა ტატოს ფილმები. 5 დღიანი პროგრამის კულმინაცია 11 მაისი იქნება, როდესაც 2012 წლის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
5 დღიანი პროგრამა მოიცავს საკონკურსო კინოჩვენებას, რომელშიც წელს 25 ქვეყანა მონაწილეობს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის;
· საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმისთვის;
· ჟიურის სპეციალური პრიზი.
ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რაც ისწავლება მსოფლიოს კინოსკოლებში.
საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორის ჟიური, რომლის შემადგენლობაც ყოველ წელს იცვლება. წელს ჟიურის წევრის სტატუსით თბილისს ესტუმრება პოლონეთის, ლოძის კინოსკოლის პრორექტორი, ბატონი ანჯეი ბედნარეკი, საქართველოს წარმომადგენელი ნანა ჯორჯაძე იქნება. ჟიურიში ასევე იქნება ამერიკელი პროდიუსერი ჯიმ სტარკი და ბოშის ფონდის ხელოვნებისა და კულტურის პროგრამების ხელმძღვანელი ფრანკ ალბერსი, გერმანიიდან. ასევე, სამხრეთ კორეის, სეულის კინოსკოლის პროფესორი იანგილ კიმი. ფესტივალს ასევე ეწვევა ჟიურის შარშანდელი წევრი, ანრეა ვინკი, რომელიც ამჯერად ვისბადენის "goEast" კინოფესტივალის წლევანდელ გამარჯვებულებს გააცნობს. ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასს ან სამუშაო შეხვედრას სტუდენტებისთვის, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალის პარტნიორის, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს მხარდაჭერით, არასაკონკურსო პროგრამაში მოეწყობა ფრანგული თანამედროვე კინოპროგრამის ჩვენება.
შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ციურიხის ხელოვნების აკადემიის ორი წარმომადგენელი, ანდრეას ბირკლე და მანუელ გერბერი ეწვიენ ჩვენს ქვეყანას.
ამერიკა-საქართველოს 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფესტივალს ჯიმ სტარკიც ეწვევა, რომელიც მასტერკლასსაც ჩაატარებს და ჟიურის წევრიც იქნება.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, წელს ასევე იგეგმება პროექტი "ONE SHOT MOVIE", რომელიც ფილმის 1 უწყვეტი კადრით გადაღებას გულისხმობს. შარშან ამ პროექტმა გააერთიანა ფესტივალის უცხოელი და ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ქართველ კოლეგებთან ერთად 10-მდე კოპროდუქცია შექმნეს სხვა და სხვა თემაზე. წელს ამ პროექტში უცხოელი და ქართველი სტუდენტები, კიდევ ერთხელ მოსინჯავენ ძალებს ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტატო ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის და აშშ საელჩოები საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანიაები "სარაჯიშვილი", "მააზა", "ყავა პელე", "ნაბეღლავი", "გურიელი", კომპლექსი "ქალაქური".
მედია პარტნიორები არიან გაზეთები "24 საათი" და "GEORGIA TODAY", ჟურნალი "Focus", რადიოები "უცნობი" და "რადიოქალაქი", საინფორმაციო სააგენტო "GHN", ტელეკომპანიები "Music Box" და "რუსთავი 2".