საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით მიხედვით მემარჯვენე ცენტრისტული პარტია "ახალი დემოკრატია" ლიდერობს. მას მხარი 17-დან 20%-მდე ამომრჩეველლმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა მემარცხენე რადიკალური კავშირი (15,5 - 18,5%), რომელიც მემარცხენე ცენტრისტებს უსწრებს (14-17%).
ეგზიტპოლების მიხედვით, საბარძნეთში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას, ქვეყნის პრეზიდენტი კარლოს პაპულიასი, პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერს სამდღიან ვადას მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვისთვის. თუ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, პრეზიდენტი ანალოგიურ მანდატს მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერს გადასცემს, შემდეგ კი მესამეს. თუ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა პრეზიდენტი ყველა პარტიის წარმომადგენლისგან სამუშაო კაბინეტს შექმნის , რომელიც ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადებს.