პოპულარულმა მამაკაცთა ჟურნალმა FHM-ი 2012 წლის პირველი ნახევრის მსოფლიოს 100 ყველაზე სექსუალური ქალის სია შეადგინა. გამარჯვებულად ამ მეტად რთულ კონკურსში ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტულისა კონტოსტავლოსი დასახელდა. შარშანდელ სიაში მისი სახელი საერთოდ არ აღმოჩნდა.
თავისი კარიერის მანძილზე ტულისა კონტოსტავლოსმა მოასწრო გადაეღო რამდენიმე ფილმში, ასევე მონაწილეობდა ტელე შოუ X- ფაქტორში, ჰიპ-ჰოპის ჯგუფ N-Dubz-ის საქმიანობაში. ბოლოს გოგონამ მოახერხა მოხვედრილიყო FHM ვერსიით 2010 წლის ლამაზმანების სიაში. მაშინ, ახალგაზრდა ბრიტანელმა მე-15 ადგილი დაიკავა.
მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მომღერალი შერლი კროუ და რიანა.
პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ბრიტანელი ტოპ-მოდელი როზი ჯონსი, მისი ირლანდიელი კოლეგა ჯორჯია სალპა, მომღერალი ქეთი პერი, მსახიობი მეგან ფოქსი, ფოტომოდელი ბრიტანეთიდან კილი ჰეიზელი, ჰოლივუდელი ვარსკვლავი მილა კუნისი, მსახიობი ემილი ატაკი.
ქეით მიდლტონმა სიის მეთერთმეტე პოზიცია დაიკავა, სკარლეტ იოჰანსონმა 30-ე ადგილი, ანჯელინა ჯოლი 31-ე ადგილი, ბეიონსე 38- ადგილი, ჯესიკა ალბა -41-ე ადგილი, ბრიტნი სპირსი - 50-ე,ჯენიფერ ენისტონი -79-ე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალ People მიერ შედგენილ ლამაზმანების რეიტინგში, 2012 წლის ლამაზ გოგოდ მომღერალი ბეიონსე დასახელდა.