საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელ მრევლსა და ქართველ ხალხს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ დღეს აჭარისთვის განსაკუთრებული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს კუთხე სწორედ ამ დღეს დაუბრუნდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეს. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობასაც შეეხო. ყურადღება ახალი ტაძრების მშენებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია კულტურული და ისტორიული ძეგლების აღდგენა-შენარჩუნება.