ლეონარდო და ვინჩის ანატომიურ ნახატები ლონდონში გამოფინეს. ძალიან ბევრისთვის ლეონარდო და ვინჩი უპირველესად ნიჭიერი მხატვარი და სკულპტორია. თუმცა იტალიელ ოსტატს კიდევ ერთი ძლიერი გატაცება ჰქონდა - ის ადამიანის სხეულის ანატომიას სწავლობდა. მისი შემოქმედების ეს მხარე წარმოდგენილა გამოფენაზე"ლეონარდო და ვინჩი - ანატომი"
გამოფენა 4 მაისიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ბრიტანელი მონარქების რეზიდენციაში - ბუკინგემის სასახლეში მიმდინარეობს. გამოფენის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ დამთვალიერებელი შეძლებს სამეფო კოლექციიდან და ვინჩის 87 ანატომიური სურათი ნახოს. ეს ესკიზები მხატვრის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.
გამოფენის კურატორი მარტინ კლეიტონი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ლეონარდო და ვინჩი მის ნამუშევრებს სიცოცხლეშივე გამოფენდა, მას სავარაუდოდ უდიდეს მეცნიერად ჩათვლიდნენ.
და ვინჩის ანატომიური ნახატები ბრიტანელი მონარქების სამეფო კოლექციაში XVII საუკუნის დასასრულს მოხვდა. გამოფენა დედოფალ ელისაბედ II -ის მმართველობის "ბრილიანტის" იუბილეს ეძღვნება, ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ლონდონში გაიმართება.