დაღესტნის დედაქალაქში ორმაგი ტერაქტი, წინასწარი ვერსიის და-ძმა ალიევებმა განახორციელეს. ეს განცხადება დაღესტნის რესუბლიკის მეთაურმა მაგომედსალამ მაგომედოვმა საგანგეებოდ გამართულ თათბირზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სავარაუდოდ უკვე დაგენილია ტერორისტ-თვითმკვლელების ვინაობა, რომლებმაც ეს ტერაქტი განახორციელეს. ეს და-ძმა ალიევებია - რიზვანი და მუსლიმატი. ისინი მახაჩკალის ყოფილი მაცხოვრებლებია", _ აცხადებს მაგომედოვი და აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ჩამდენთა და მათთან დაკავშირებული პირების შესახებ უახლოეს მომავალში დაწვრილები ინფორმაციას სპეცსამსახურები გაავრცელებენ, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ.
შეგახსნებთ, რომ 3 მაისს დაღესტნის დედაქალაქში ორგამო ტერაქტი მოხდა. აფეთქების სიმძლავრე 150 კგ. ტროტილის ექვივალენტი იყო. 13 ადამიანი დაიღუპა და 101 დაიჭრა.