ზუგდიდში კომბინატის კულტურის სასახლის დარბაზში დასრულდა შეხვედრა სამეგრელოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან და პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" მხარდამჭერებთან.
როგორც ცნობილია, დღეს, 12:00 საათზე ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზებას უწევდა პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია, სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ დევნილებს გადაადაგილების პრობლემა შეუქმნეს ადგილობრივი კუდის(კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თანამშრომლებმა, რომლემაც მიკროავტობუსებიდან და მანქანებიდან იძულებით გადმოსვეს მარტვილიდან, სენაკიდან, ხობიდან და აბაშიდან მომავალი დევნილები. ლაშა გვასალიას ინფორმაციით, განსაკუთერებით აქტიურობდა ხობის კუდის უფროსი დიმა ჭაკუა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის დავით ჭაკუას ძმაა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დევნილებმა მაინც შეძლეს დანიშნულების ადგილზე მისვლა და შეხვედრაში მონაწილეობა.
დევნილებს სკაიპ-კონფერენციის რეჟიმში მიესალმა პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა, რომელმაც ერთსულოვნებისა და თანაგომისაკენ მოუწოდა დევნილ მოახლეობას. შეხვედრაზე დევნილებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 12 მაისს დაგეგმილ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა შეკრებას, რომელიც, ერთდოულად, 12 მაისს, 15:00საათზე გაიმართება თბილისსა და ზუგდიდში. შეხვედრას ზუგდიდში 700-ზე მეტი დევნილი ესწრებოდა. ამჟამად პარტიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში გრძელდება შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან, რომელსაც უძღვება პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია. უახლოეს ხანში პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს მინდია გულუა. საუბარი შეეხება 12 მაისს დაგეგმილ დევნილთა ფართომასშტაბიან შეკრებას საქართველოს მასშტაბით.