საქართველოს ლატარიის კამპანიის გათამაშებაში ჯეკპოტი მოხსნილია. მოგებულმა თანხამ 2 632718 შეადგინა. ჯეკპოტის გამარჯვებული 57 წლის თბილისში მცხოვრები მანანა მამისაშვილია. მან ლოტოს ბილეთი ავლაბარში ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა.
ხოლო იღბლიანი ბილეთის გამყიდველს 52 000 ლარი ხვდა წილათ პროცენტის სახით.
გამარჯვებულის თქმით ის ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდა ლოტოს ბილეთის შეძენას და მისთვის ეს გამარჯვება წარმოუდგენელი იყო.
„ბოლომდე არ ვიცოდი რა რიცხვები დაემთხვა, ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ სანამ ლატარიის კამპანიაში არ მოვედი ვერ ვიჯერებდი, რომ გავიმარჯვე ეხლა კი ნამდვილად მჯერა", _ განაცხადა ქართველმა მილიონერმა მანანა მამისაშვილმა
ლატარიის არსებობის მანძილზე მესამე გათამაშებული ჯეკპოტია