ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევას იწყებს. როგორც საპარალმენტო კულუარებში საუბრობენ, უკვე შერჩეულია ორი კანდიდატი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ვაკის რაიონის მაჟორიტარული კვოტით წარადგგენენ. ეს კანდიდატები არიან ზაზა სინაურიძე, რომელიც ღუდუშაურის კლინიკას ხელმძღვანელობს და დათო გელაშვილი, რომელიც ვაკის გამგებელია.
ზაზა სინაურიძე წარდგენილი იქნება ვაკეში, დათო გელაშვილი კი საბურთალოზე.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად საკრებულოს შემოადგენლობა გაიზარდა 50-მდე, საიდანაც 25 იქნება პროპორციული სიით გასული დეპუტატი, 25 კი მაჟორიტარი. რაც შეეხება 25 მაჟორიტარის 10 საარჩევნო ოლქზე გადანაწილებას, ეს არის ცესკოს პრეროგატივა.