ქობულეთის ფიჭვნარის გასწვრივ მებადურებმა უძველესი გემის ნაწილები აღმოაჩინეს. რამდენიმე საუკუნის ნივთები სანაპირო ზოლიდან ათი კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
წინასწარი დათვალიერების მიხედვით, ნაწილები ძ.წ.აღ. II საუკუნით უნდა იყოს დათარიღებული. მსგავსი მასალები მსოფლიოში მხოლოდ პონტოს პირეთშია ნაპოვნი.
უნიკალური აღმოჩენის შესასწავლად საქართველოში რამდენიმე დღეში ევროპელ სპეციალისტებს ელოდებიან.