ხვალ, 5 მაისს, სრულდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მე-80 ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 5 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მისამართებზე - gtu.ge/student ან stunet.ge.
კონფერენცია ეძღვნება სტუ-ის 90 წლის იუბილეს. კონფერენცია 10 მაისს გაიხსნება და 31 მაისს დასრულდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს - ტელ.: 2 36 53 45, ელ.ფოსტა: conference@gtu.ge.