5 მაისს, 13:00 საათზე სამტრედიაში ვისოლ ჯგუფი "ჯიპიაი ჰოლდინგის შვილობილ კომპანია "ჯეოჰოსპიტალთან" ერთად ხელს მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და სამტრედიაში მხედველობის გაუმჯობესების კამპანიას - "შეხედე სამყაროს სხვა თვალით" - დაიწყებს.
ვისოლ ჯგუფსა და "ჯეოჰოსპიტალს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სამტრედიის მრავალპროფილური ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური ექიმები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს სამტრედიის რეგიონში უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევასა და მკურნელობას ჩაუტარებენ.
ვისოლ ჯგუფის მიერ დაფინანსებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კატარაქტით დაავადებული პირებისთვის უსასყიდლოდ ჩატარდება მხედველობის კორექციის ოპერაციები და მხედველობის გაუმჯობესებისთვის, ასევე უსასყიდლოდ გაიცემა ოპტიკური სათვალეები. მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა უბნების მიხედვით განხორციელდება. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებს უნდა მიმართონ.