18 და 19 მაისს ფესტივალზე მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს პიესას "როგორც გენებოთ", რომლის დამდგმელი რეჟისორიც ლევან წულაძეა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
"გლობუსის" სცენაზე შექსპირის 37 პიესას 37 ქვეყანა საკუთარ ენაზე ითამაშებს. 37 ქვეყანას შორის მოხვდა ქართული შექსპირიც. ფესტივალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო თეატრალური მოვლენაა და შეიძლება ითქვას საუკუნის პროექტია, რომლის ანალოგიც მსოფლიო თეატრის ისტორიას არ ახსოვს.
აღსანიშნავია, რომ აპრილიდან ივნისამდე ლონდონელ მაყურებელს და ქალაქის სტუმრებს ბევრი დაუვიწყარი სანახაობა ელის. ექვსი კვირის გამნამვლობაში ფესტივალს ექვსასზე მეტი მსახიობი ეწვევა, გაიყიდება ორ მილიონ ბილეთზე მეტი. "მსოფლიო გლობუსში" უკვე მოექცა ბრიტანეთის და მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში და თეატრალური კულტურის მნიშვნელოვან მონაპოვრად იქცა.