12-16 მაისის ჩათვლით შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის მიხედვით მიუზიკლი "ქეთო და კოტე" იქნება წარმოდგენილი.
დამდგმელი რეჟისორი დავით დოიაშვილი. ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი და დამდგმელი დირიჟორი ნიკა მემანიშვილი. დამდგმელი ქორეოგრაფები- ილიკო სუხიშვილი და კონსტანტინე ფურცელაძე.
გამოყენებულია არჩილ კერესელიძისა და შალვა თაქთაქიშვილის მუსიკალური თემები.
მიუზიკლში მონაწილეობენ სოფო ნიჟარაძე, ნიკო ბერიძე, მირზა მოდებაძე, ლადო ათანელი, მიხეილ ქირია, ნინო ანანიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, სულხან ჯაიანი, ნანი ბრეგვაძე, ეკა კახიანი, სტეფანე მღებრიშვილი და ნინო ქათამაძე.
მიუზიკლის "ქეთო და კოტე" პრემიერა შედგა 2011 წლის 15 აგვისტოს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში.