.,,აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული მანიფესტაცია, ჩაატარონ 27 მაისს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ ,,ქართული ოცნების" საპასუხოდ.
Mმისივე თქმით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება, რის გამოც ,,ქართული ოცნება" და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები მანიფესტაციის გამართვას ვერ მოახერხებენ.
,,ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება. Mმთელი ქალაქის მასშტაბით იქნება გამართული სხვადასხვა ქუჩაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ასევე იცით, რომ ჩვენს მიერ არაერთხელ დაანონსებული იყო, რომ ჩვენ ჩავატარებთ, ქართული მრეწველობის აღლუმს, აღნიშნული აღლუმი რუსთაველისა და თავისუფლების მოედანზე იქნება ჩატარებული. ასევე აღმაშენებლის გამზირზე იქნება ჩატარებული კონცერტი", _ განაცხადა მერიის პრესსპიკერმა და აღნიშნა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მერიას შესაბამისი წერილით 1 მაისს მიმართა.
,,1 მაისს თბილისის მერიას მიმართა, ,,ქართულმა ოცნებამ" წერილობით და სხვა რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა თბილისში 26-27 მაისს მანიფესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მათ შორის ქუჩები იყო მითითებული წერილობით. Eეს ქუჩები არის თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, კოსტავა, მელიქიშვილი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბაჩო დოლიძემ.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქციის გამართვას 26-27 მაისს გეგმავენ.
,,პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნება" აპირებს 26-27 მაისს მასშტაბური აქციის გამართვას. აქ გაუგებრობა გამოიწვია ორმა თარიღმა და ორმა ადგილმა, რომელიც აქციის ჩატარების ადგილად იყო გამოცხადებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერჯერობით დაზუსტებული არაა გვაქვს, რისი საშუალება გვექნება, სად გვექნება აქციის ჩატარების საშუალება. თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტულია ბორის პაიჭაძის სტადიონი, რომელიც 70 000 მაყურებელს იტევს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.