ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის საზეიმო სხდომას, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.
გიორგი ახვლედიანის განმარტებით, 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილი სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიარ აქციაა, ამიტომ ამ სხდომაში მონაწილეობის მიღებას არმიიღებენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ბოიკოტის მიზეზად იმას ასახელებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით თბილისშია.
26 მაისს დეპუტატები ქუთაისში საზეიმო სხდომის გამართვას გეგმავენ.