საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის საზეიმო სხდომების რეგლამენტით გაწერას მხოლოდ 26 მაისს არ უკავშირებს.
როგორც მან კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, საქართველოს პარლამენტში საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების კანონით დადგენა, იქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ პარლამენტს საზეიმო სხდომების ჩატარება რეგლამენტის ნორმების გარეშე უწევდა.
ამის მაგალითად გოგორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის 2009 წლის ვიზიტი გაიხსენა, როცა ბაიდენმა პარლამენტს სიტყვით მიმართა.
საქართველოს პარლამენტში საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების შესახებ ცვლილება მოქმედ რეგლამენტში შედის. კერძოდ, რეგლამენტს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თრიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება, გაიმართოს საქართველოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა. ის ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღსა თუ ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სხდომა იხურება. მას პარლამენტის თავმჯდომარე წარმართავს. თუ ის სხდომას არ წარმართავს, მისი თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობით ბრძანებით, მის ერთ-ერთ მოადგილეს დაევალება. საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება სპეციალური სტუმრები მიიწვიონ.
პლენარული სხდომების მიმდინბარეობისას საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი - კონსტიტუციი და პარლამენტის რეგლანმენტით დადგენილი წესით.