დღეს, 4 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ცნობილი რუსი ჟურნალისტის და მწერლის იგორმ ობოლენსკის წიგნის "ფიროსმანის ზღაპრები"-ს პრეზენტაცია.
წიგნის გამოცემა მიძღვნილია გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის 150 წლის იუბილისადმი.
პრეზენტაციის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ა.ს.გრიბოედოვის სახ. თეატრთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის სპექტაკლი "ფიროსმანის ზღაპრები"-ს მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საქართველოს დამსახურებული არტისტი, სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა კვიჟინაძე.
პრეზენტაციის ყველა სტუმარი მიიღებს წიგნს საჩუქრად. ასევე გათამაშდება იგორ ობოლოენსკის კიდევ ერთი ცნობილი წიგნი - "სილამაზის ბედი. ქართველ ცოლთა ისტორიები".
წიგნი შეიქმნა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი"-ს მხარდაჭერით.