სარემონტო სამუშაოების გამო 7 მაისს 10 საათიდან 16 საათამდე საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის, შმიდტის, ასათიანის, ზაქარიაძის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.