დღეს, 4 მაისს, 17:00 საათზე, ალ. ყაზბეგის # 42-ში, "სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს" შენობასთან აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი მოთხოვნა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრა იქნება. "სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია" ითხოვს პასუხებს ზურაბ დელიანიძის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით. დელიანიძე, ბოლო ერთი წლის მანძილზე, სასჯელაღსრულების ადგილას გარდაცვლილი 143-ე პატიმარია.