დღეს, 4 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში, პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა.
ფოტოგამოფენა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის, დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენის შემდეგ XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო გაიმართება.
ნაჩვენები იქნება დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი "ნათელი იგი", რომელიც ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ღონისძიებებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაესწრება.