8 მაისს, ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ბაღში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
სოლისტები არიან სალომე ჯიქია, ვახტანგ ჯაშიაშვილი და ფილიპე ღაჭავა. დირიჟორი- მარიანო რივასი (ესპანეთი).
კონცერტი ტარდება ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა 2006 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დააარსა. VII ფესტივალი ეძღვნება პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.