19 მაისს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მუსიკის მოყვარულთათვის "ქუჩის მუსიკის დღე" აღინიშნება.
ფესტივალი ქუჩის მუსკის დღე არის პროფესიონალი და არაპროფესიონალი მუსიკოსებისთვის და ბენდებისთვის, რომელთაც შეუძლიათ თბილისის ქუჩებში გამოავლინონ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ფესტვალი ლიტვაში 2007 წელს დააარსა ცნობილმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა. 2011 წელს ფესტივალი რიგასა და მინსკში ჩატარდა, ხოლო ამჟამად პეტერბურგი და თბილისიც შეუერთდება.
ქუჩის მუსიკის დღე უცნობი მომღერლებისთვის საუკეთესო შანსია, გახდნენ ცნობილები, ხოლო პროფესიონალი მუსიკოსებისთვის შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. კრეატიულ მუსიკოსებს მიეცემათ სივრცე, სადაც შეძლებენ სხვებსაც გაუზიარონ საკუთარი იდეები და მუსიკალური შეგრძნებები.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ახალგაზრდული ასოციაცია დრონი, ქ. თბილისის მერია და მუსიკის სახლი.