დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ აბროშიკში 53 წლის ანა ჯანიაშვილი ტურამ დაკბინა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ღამის 2 საათზე ეზოში ძაღლების ყეფის ხმაზე გამოვიდა. ჯანიაშვილს მტაცებელმა ჯერ ფეხზე უკბინა, ხოლო შემდეგ სახე ჩამოაკაწრა. ოჯახის წევრების დახმარებით დაშავებულმა ცხოველისგან თავის დაღწევა და მისი მოკვლა მოახერხა.
53 წლის ქალს სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.