მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური გამოგონება წარმოადგინეს. საუბარია თვითგამწმენდზე და წყლის უკუქცევით მინაზე, რომელიც არ ბრწყინავს. მინა იქმნება ზედაპირზე სპეციალური მასალების თხელი ფენის დადებით, რის შემდეგაც მინაზე ჩნდება კონუსური სახის წარმონაქმენები, რომელიც წინააღმდეგობას უწევს წყალს და საშუალებას იძლევა მისი ზედაპირი აღარ ბზინავდეს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება გამოყენებული იქნება სმარტფონების, პლანშეტებისა და ტელევიზორების წარმოებაში. ასევე ავტომობილებსა და ოფისებში. რაც მთავარია, ახლად გამოგონებული მინა ფაქტობრივად არ ჭუჭყიანდება და მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება მზის ბატარეებზე.
მომავალში მინა შესაძლოა ასევე გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილობებში.