ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
შედეგების მიხდევით, უმუშევრობა პრობლემად რესპონდენტთა 70 %-მა დაასახელა. მიაჩნია, ხოლო 50 %-მა - მთავარ პრობლემად.
ტერიტორიების დაკარგვა პრობლემად გამოკითხულთა 40 %-მა დაასახელა და საერთო ჩამონათვალში მეორე ადგილზეა. მთავარ პრობლემად კი გამოკითხულთა 20 %-მა დაასახელა.
სხვა პრობლემები რეიტინგში ასე გადანაწილდა: ეკონომიკა - 18 % (7 % მთავარ პრობლემად ასახელებს); სიღარიბე 7 % (3 % მთავარ პრობლემად მიიჩნევს); ცუდი ურთიერთობები რუსეთთან - 5 % (2 % მთავარ პრობლემად ასახელებს); სოციალური პირობები 4 % (1 %); სოფლის მეურნეობა - 4 % (1 %); ძვირი სამედიცინო მომსახურება - 7 % (1 %); გაზრდილი ფასები - 5 % (1 %); საგარეო პოლიტიკა - 2 % (1 %); დაბალი პენსია - 3 % (06 %); მაღალი კომუნალური გადასახადები - 3 % (0,6 %); მშვიდობა - 1 % (0,5 %); არასტაბილურობა - 1 % (0,5 %).